რომელი ავიაკომპანია ლიდერობდა საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს

გასულ წელს აეროპორტების დატვირთვა 23,6%-ით გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოში სულ უფრო მეტი ავიაკომპანია დაფრინავს - რეგულარულ ავიარეისებს 2018 წელს 58 ავიაკომპანია ახორციელებდა, რაც 2017 წელთან შედარებით 9,4%-ით მეტია.

2018 წელს ავიაკომპანიებმა 5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მგზავრთა ავიაგადაზიდვების ლიდერები ქართულ ბაზარზე 2018 წელს

ავიაკომპანიამგზავრთა რაოდენობაბაზრის წილი, %
Wizz Air5897 17912
Turkish Airlines559 74911
Georgian Airlines550 83111
Ural Airlines294 0006
Fly Dubai250 2965

2018 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წელთან შედარებით 23,6%-ით მეტია - მაღალი ზრდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

ყველაზე პოპულარულ აეროპორტად რჩება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - მან 3,8 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო.

მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს

აეროპორტიმგზავრთა რაოდენობაზრდა, %
თბილისი3 808 61920,4
ქუთაისი617 37352,4
ბათუმი598 89120,8

შემდეგ მოდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - საანგარიშო პერიოდში ის დაახლოებით 613,4 ათას მგზავრს მოემსახურა. მესამე ადგილზეა ბათუმის საერთაშირისო აეროპორტი - აღნიშნულ პერიოდში მისი სერვისით დაახლოებით 599 ათასი მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტებში 2018 წელს შესრულებული რეისები

რეისებირეისების რაოდენობაზრდა, %
რეგულარული21 51923,3
ჩარტერული3 017-14,3
სულ24 536 

2018 წელს საქართველოს აეროპორტებში 24,5 ათასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო რეისი განხორციელდა, მათგან - 21,5 ათასზე მეტი - რეგულარული, ხოლო 3 ათასზე მეტი - ჩარტერული, რაც 2017 წლის მაჩვენებლებს 17%-ით აღემატება.