თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში ხუთი ავტომობილი დააზიანა, სამი ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.