თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა გუშინ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველი ქმედება.
მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.