აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი

ჯერჯერობით დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. პარიზის ცენტრში საფუნთუშეში მომხდარი ხანძრის შემდეგ აფეთქება მოხდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე. მესამე დაღუპული ესპანეთის მოქალაქეა, იუწყება РИА Новости France Info-ზე დაყრდნობით.

აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი

დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა. საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, იუწყება პირველი არხი.

„ათი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე მძიმე მდგომარეობაშია. 37 ადამიანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია“, - დაწერა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა Twitter-ში.

აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი

აფეთქების ხმა დილის 9:00 საათზე გაისმა საცხობში, რომელიც ტრევიზის და სენტ-სესილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სახლებში შუშები ჩაიმსხვრა.

აფეთქება პარიზში - დაიღუპა 3, დაშავდა 50 ადამიანი

ადგილზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი, შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი და ქალაქის მერი ან იდალგო.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა მოხდა.