თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა" გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა პეკინის გამზირზე გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ნივთები წაიღეს, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათასი ლარია.
გამოძიების ცნობით, სამმა დამნაშავემ კარი გატეხა და ისე შეაღწია მაღაზიაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.