World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს

თბილისში უკვე იმყოფება 130 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან და ინდოეთიდან.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში 10–11 იანვარს მეორედ გაიმართება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სამყაროს ყველაზე წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებს შეკრებს.

ღონისძიების დეტალებზე „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელმა და შოუს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა ისაუბრა.

World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს

„ჩემი მიზანი საქართველოში არამარტო საერთაშორისო სილამაზის კონკურსების ან სამოდელო კონკურსების ჩატარება, რამედ ქვეყნის პოპულარიზებაა. რაც შეეხება World Rising Stars, ეს ღონისძიება ეძღვნება საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებულებს, ასევე ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სილამაზის კონკურსების ჩატარებას", - განაცხადა მგალობლიშვილმა.

World Rising Stars -ის მონაწილეებისთვის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ტური, საქველმოქმედო საღამო, ტალანტების შოუ, ექსკურსიები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს

თბილისში ასევე იმყოფებიან დიზაინერები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, რომლებიც Biltmore Hotel Tbilisi-ში საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ.

„ხვალ ფინალი გაიმართება, რომელზეც ღონისძიების ყველა სტუმარი და მონაწილე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. ჩვენთან 25 საერთაშორისო ჟიური ჩამოვიდა, ძალზე ლამაზი ღონისძიება იქნება", - აღნიშნა მგალობლიშვილმა.

World Rising Stars-ის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო". წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა და „Sputnik–საქართველომ" ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები არ იყიდება, მოწვეულ სტუმრებს კი სიმბოლური შესაწირის გაკეთება შეეძლებათ. შემოსული თანხა ობოლ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშებს გადაერიცხებათ.