შემთხვევა სამტრედიაში – 21 წლის ახალგაზრდას სატვირთო ლიფტი დაეცა

ამ ეტაპისთვის უცნობია, რა გახდა ლიფტის ჩამოვარდნის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამტრედიაში, „ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

შრომის უსაფრთხოება: ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტი მოულოდნელად მოწყდა და დაეცა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მაღაზიის თანამშრომელია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ლიფტის ჩამოვარდნის მიზეზი.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.