შტორმი და ქარბუქი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

ინტენსიურმა თოვამ მთაში მეწყრული პროცესები შეიძლება გამოიწვიოს
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 9 იანვარს მთაში თოვასა და ქარბუქს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე შტორმს ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს  Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 იანვარს >>

ზღვის სანაპიროზე შტორმი 4-5 ბალს მიაღწევს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 8 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის ძალა დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს 7 გრადუსი სითბო იქნება, ხუთშაბათს კი ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 17-22 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.