თბილისში პოლიციელი დაჭრეს

ექიმის ვარაუდით, პოლიციელს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში პატრულ-ინსპექტორი ზაზა კახნიაშვილი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ მოხდა. თუმცა რა ვითარებაში დაიჭრა პოლიციელი, შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანიასთან საუბარში არ დააკონკრეტეს. სავარაუდოდ, პოლიციელი დაჭრის მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

პატრულ-ინსპექტორი ამ დრომდე თბილისის ზღვის ჰოსპიტალის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა მძიმეა, რადგან პოლიციელი ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის განმარტებით, პაციენტს კისრის არეში ნაფლეთი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.