სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს

საშობაო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე. 

„ღირსეული თაობა უნდა აღვზარდოთ“ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა მრევლს შობა მიულოცა

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა დღეს,  7 იანვარს,  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ზეიმობს.

„პრეზიდენტი ყველას პირადად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებლურ ოჯახს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ ქრისტეს შობის უდიდეს დღესასწაულს. ქრისტეშობა არის ჭეშმარიტების, სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული, რომელსაც ქვეყნად სინათლე შემოაქვს“, – აღნიშნულია  განცხადებაში.

პრეზიდენტმა მოსახლეობას სიყვარული და კეთილდღეობა უსურვა.

შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა. საშობაო ლიტურგია  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.