საქართველოში დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები ორშაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. 

შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. 

თბილისის მერია საპატრიარქოს ალილოს ორგანიზებისთვის ავტობუსებს გამოუყოფს

საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მსახურებაში ასევე მონაწილეობდნენ მისი მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო და სხვა საეკლესიო პირები.

შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

შაბათს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება. 

„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.