ზემო ლარსი დღეს: მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა გახსნილია

დიდგაბარიტიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ისევ აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი -  Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება საქართველოს გზებზე: თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების გამო მოიხსნა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ამ მონაკვეთზე ისევ აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.