ავარია ფასანაურთან: დამტვრეულია სამი მანქანა

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი -  Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოყინულმა გზებმა გამოიწვია. სავარაუდოდ, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.