„საქართველოს რკინიგზა“ შობის დღესასწაულზე რეისებს ამატებს

დამატებითი რეისები დაინიშნება თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამატებით რეისებს ნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დამატებითი რეისები დაინიშნება თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით.

ასევე, ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

კერძოდ, მატარებლები იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

თბილისი–ზუგდიდი–თბილისი (N878/877)

გასვლაჩასვლაგამოსვლაჩამოსვლა
08:5014:4317:0522:45

თბილისი–ბათუმი–თბილისი (N808/807)

გასვლაჩასვლაგამოსვლაჩამოსვლა
10:3015:3017:1022:05