საქართველოს პრეზიდენტი „ნაძვის ხის“ ზეიმზე ბავშვებს ზუგდიდში უმასპინძლებს

„პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ზეიმი ბავშვებისთვის ზუგდიდში, 5 იანვარს, სკეიტპარკში 17:00 საათზე ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. „პრეზიდენტის ნაძვის ხე“ წელს ზუგდიდში დაიდგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბავშვებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს.

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

„პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ზეიმი ბავშვებისთვის ზუგდიდში, 5 იანვარს, სკეიტპარკში 17:00 საათზე ჩატარდება.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2018 წლის შემოდგომაზე აირჩიეს.

გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ დევნილ ბავშვებს ავლაბრის სასახლეში უმასპინძლა.