მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოავარიების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცაისში  ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ავტომობილის შეჯახებისას დაიღუპა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი და მისივე მგზავრი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი კიდევ ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ორივე ავტოსაგზაო შემთხვევა ნახევარი საათის ინტერვალით მოხდა და მსხვერპლით დასრულდა.

ორივე შემთხვევაში ავტომანქანები ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახნენ, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები ნათესავები არიან.

სამივე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.