ქუთაისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ამ დროისთვის ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი,  2 იანვარი  – Sputnik. ქუთაისში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით რეფერალურ პოსპიტალში  31 დეკემბრიდან დღემდე 11 ადამიანი მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით ცხრა ადამიანი მიიყვანეს. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა.  ამ დროისთვის შვიდი დაშავებული საავადმყოფოდან გაწერილია. 

კახეთში პიროტექნიკით ქალი და მამაკაცი დაშავდნენ

გარდა ამისა, ჰოსპიტალში ორი პაციენტი  გუშინ ღამით მტევნის დაზიანებებით შეიყვანეს.

ქუთაისის რეფერალურ პოსპიტალში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ამ დრომდე ოთხი ადამიანი მკურნალობს.

ამ დროისთვის ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.