თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. მაგნოტოგორსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შემდეგ 37 ადამიანის ბედი უცნობია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩელიაბინსკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.
მაშველების მონაცემებით, ნანგრევებიდან 13 ადამიანი ამოიყვანეს. აქედან რვა დაღუპულია, ხუთის, მათ შორის ერთი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.
ახლა 37 ადამიანის ადგილსამყოფელს არკვევენ.
შენობა 31 დეკემბერს, დილის დაახლოებით 04:00 საათზე გაზის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. დაგრეულია 26 ბინა, სადაც 46 ადამიანი ცხოვრობდა. სულ ნგრევის ზონაში 120 ადამიანი ცხოვრობდა. მაშველები აცხადებენ, რომ შესაძლებელია შენობის ნაწილი ჩამოინგრეს.