საახალწლოდ რუსთავში „ალტა ოქეი“ გაქურდეს

შენობა აყვანილი იყო დაცვის სისტემაზე და დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვაკეში სიგარის სახლი გაქურდეს

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დამნაშავეებმა ცენტრალური კარის მინა ჩაამტვრიეს და, სავარაუდოდ, ამ გზით შეძლეს შიგნით შეღწევა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტელეფონები და პლანშეტები.

შენობა აყვანილი იყო დაცვის სისტემაზე და დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა ამ დროისთვის დაამთავრეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე „ქურდობის" მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.