თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) და ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ დროისთვის აღნიშნულ საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ, გვიან ღამით ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.