ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო და ავტობუსები დილის 04:00 საათამდე იმუშავებენ
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიისა და კერძოდ, მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

რა ღონისძიებები ელოდებათ „საახალწლო სოფლის" სტუმრებს

გარდა ამისა, დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო და ავტობუსები დილის 04:00 საათამდე იმუშავებენ, საბაგირო კი 03:00 საათამდე. როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი წლის ღამეს დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

„ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილამდე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე მეტროს სადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ", – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც, კერძოდ, 7 იანვრის 04:00 საათამდე, გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება.

დაწვრილებით იხილეთ აქ.