Turkish Airlines–ი საქართველოში ხშირად იფრენს

ფრენების რაოდენობის გაზრდა  ზამთრის სანავიგაციო სეზონთან არის დაკავშირებული
Sputnik

თბილისი,  31 დეკემბერი  – Sputnik.  თურქეთის წამყვანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი იანვრიდან სტამბული–თბილისი–სტამბულის მიმართულებით ავიაფრენებს გაზრდის, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ Facebook– გვერდზე. 

თბილისსა და ანკარას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

უწყების მონაცემებით, ავიაკომპანია რეისებს სტამბულის ახალი აეროპორტიდან განახორციელებს. სააგენტომ Turkish Airlines–ს  საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ოფიციალურად უკვე მისცა.

თუ ადრე თურქული ავიაკომპანიის ფრენების სიხშირე კვირის განმავლობაში 30–ს აღწევდა, ახლა იგი 37–მდე გაიზრდება. Turkish Airlines–ი ფრენებს 10 იანვრიდან გაზრდის და  ეს რეჟიმი ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (მარტის ბოლო კვირა) გაგრძელდება.

სტამბულის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. იგი მესამე აეროპორტია სტამბულში ათათურქისა და საბიხა გიოკჩენის აეროპორტების შემდეგ.