აშშ-მა იუნესკო ოფიციალურად დატოვა

რუსეთში შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას „სამწუხარო სიახლე“ უწოდეს
Sputnik

ბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO) აშშ-ის გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, ძალაში შევიდა, იუწყება РИА Новости.

ამგვარად, ვაშინგტონი ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით დარჩება, თუმცა შენატანებს აღარ გადაიხდის და ქვეყანას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აღარ აირჩევენ.

საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში >>

1984 წელს, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის დროს, აშშ-მა უკვე დატოვეს ეს ორგანიზაცია და ის ანტიამერიკულ განწყობებში და გადაჭარბებულ ხარჯებში დაადანაშაულა. 2003 წელს ქვეყანა დაუბრუნდა ორგანიზაციას. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამჟამინდელი გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობით და არაბულ-ისრაელის კონფლიქტის საკითხებში უთანხმოებით ახსნა.

იუნესკო 1945 16 ნოემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ხუთ პროგრამულ სექტორშია წარმოდგენილი: განათლება, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, კომუნიკაცია და ინფორმაცია.