თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. 
Sputnik

თბილისი,  31 დეკემბერი  – Sputnik.  ადამიანების რიცხვმა,  რომლებმაც პიროტექნიკის დაუდევრად გამოყენების გამო სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, 40–ს მიაღწია, იუწყება ტელეკომპანია  Imedi  თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეზე დაყრდნობით.

საშიში პიროტექნიკა: 25 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული>>>

სამი დღის წინ 25 დაზარალებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, მათი უმეტესობა 6–დან 12 წლამდე ბავშვები არიან. 

პიროტექნიკა ყველგან სახიფათოა: სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს თავზე ცეცხლი წაეკიდა

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება.თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი 200 ლარამდე.

2018 წლის იანვარში პიროტექნიკის შედეგად მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მოხვდა, მათ შორის 24 არასრულწლოვანი იყო. გასულ წელს კი 54 ადამიანი დაშავდა.