თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, შობის მარხვა 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს თევზით ხსნილი იქნება.
ქრისტეშობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გასტანს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კვირას, 11:00 საათზე იქნება დახვედრა უწმინდესის, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, წმინდა სერობის ჟამი და წმინდა ცისკრის ჟამი.
ქრისტეშობის მარხვა 40 დღეს გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.
შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია - მას მორწმუნეები იცავენ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. კერძოდ, მარხვა 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.