თბილისში პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, პეკინის ქუჩაზე  ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ლომბარდთან მოხდა. მეორე ვერსიით კი, პეკინის ქუჩის 4 ნომერში მდებარე ერთ-ერთ  საცხოვრებელ კორპუსში მინა ჩაიმსხვრა და ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუზიანდა.

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა

ადგილზე მობილიზზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

არსსებული ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.