თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში წვევამდელი დაიჭრა, იუწყება პირველი არხი სპეციალური პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით.
„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობეს მანკასარიანის ოჯახს.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს - სუიციდის მცდელობა მოხდა თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.