თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში სამი ახალი საბავშვო ოთახი გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik.  შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გაეროს რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა დაბა მარტყოფში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მსახიობი ათენის ნაციონალურ დასში და „გაფრინდი შავო მერცხალო“ ესქილეს პიესაში

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) რეგიონულმა წარმომადგენელმა იოჰანეს ვან დერ კლააუმ მოინახულეს ცენტრი და მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელიც კიდევ სამი კეთილმოწყობილი საბავშვო ოთახის გახსნას დაუკავშირდა. ეს ოთახები მიგრაციის დეპარტამენტისა და  უმაღლესი კომისარიატის რეგიონული ოფისის თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენა უჩვენეს.

თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი თითქმის 8 წლის განმავლობაში წარმატებულად ფუნქციონირებს და 132 ადამიანზეა გათვლილი.