ვითარება საქართველოს გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით  ხორციელდება
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი  - Sputnik.  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე   ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება საქართველო გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო გუშინ, გვიან ღამით აიკრძალა.

დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად  გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა,  თუმცა, კვლავ აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.