ვაკეში სიგარის სახლი გაქურდეს

ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე „სიგარის სახლი“ გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში კაფე გაქურდეს

შემთხვევა დილის 09:00 საათზე მოხდა, როცა კომერციული ობიექტი დაკეტილი იყო. წაღებულია სიგარები, ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით დაიწყო.