„რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა მოვარიდოთ ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს. რაც შეეხება ზრდასრულებს, ვეცადოთ, რომ არ მოხდეს ტკბილი, გაზიანი სასმლის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება. უმჯობესია, ეს იყოს წყალი, მინიმუმ ლიტრ-ნახევარი წყალი და მერე ალკოჰოლი. იმიტომ , რომ წყალმა არ იცის არანაირი სეზონი და არანაირი დღესასწაული“, -ამბობს ქეთი ასათიანი.
ენდოკრინოლოგის რჩევით, სასურველია, ერთმანეთს არ შევურიოთ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი.