პიროტექნიკა ყველგან სახიფათოა: სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს თავზე ცეცხლი წაეკიდა

ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ეცემა ნაპერწკლები კასინდეს და როგორ ალდება იგი. გამარჯვებულის თავზე ცეცხლი ცერემონიის წამყვანმა შენიშნა, რომელმაც პირველმა აღმოუჩინა დახმარება ქალს. 
Sputnik

სილამაზის კონკურს „მის აფრიკა 2018-ის“ დაჯილდოების ცერემონიაზე პიროტექნიკის გამო ინციდენტი მოხდა.

როდესაც წამყვანმა გამარჯვებულის სახელი გამოაცხადა და სცენაზე საზეიმო ფოიერვერკი აინთო, მის აფრიკა 2018-ის ტიტულის მფლობელ დორკას კასინდეს თმაზე ცეცხლი წაეკიდა. 

ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ეცემა ნაპერწკლები კასინდეს და როგორ ალდება იგი. გამარჯვებულის თავზე ცეცხლი პირველმა ცერემონიის წამყვანმა შენიშნა, რომელმაც პირველმა აღმოუჩინა დახმარება ქალს.