ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შევიდა

ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის პორტში 85 წლის იტალიური ხომალდი Palinuro შემოვიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს და გემის მეთაურობას ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა.

„აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას“, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ხომალდი ბათუმის პორტს 30 დეკემბერს დატოვებს.