შემთხვევა თბილისში – საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმის დროს პიროტექნიკა აფეთქდა

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik.  თბილისში, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმის დროს პიროტექნიკა აფეთქდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა 26 დეკემბერს №71–ე  საბავშვო ბაღში მოხდა. აფეთქების დროს ბავშვები და მშობლები პანიკამ მოიცვა. შს სამინისტროს ცნობით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით, მომხდარზე მასალები შსს-ს გადაეგზავნება.