კვიპროსის სანაპიროსთან ტანკერზე აფეთქებისას ქართველი იმყოფებოდა

ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ქართველი მეზღვაური
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. შვიდი ბერძენი, ცხრა ინდოელი და ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფება მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ ATHLOS-ზე, რომელზეც კვიპროსის სანაპიროსთან ახლოს ხანძარი და აფეთქება მოხდა, იუწყება РИА Новости.

ინციდენტის შედეგად დაშავდა ეკიპაჟის 5 წევრი. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ქართველი მეზღვაური. ტრაგედიის შემდეგ ისინი ზღვაში აღმოჩნდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ისინი წყლიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ათი დღის გაუჩინარებული PANTELENA-ს ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან >>

ATHLOS-ის კაპიტნის მიერ გაგზავნილი განგაშის შეტყობინება ადგილობრივი დროით 9:29 საათზე შევიდა. საგანგებო მდგომარეობა იმ დროს შეიქმნა, როდესაც ტანკერი დაბა ზიგიდან 3 საზღვაო მილში იმყოფებოდა, იუწყება გადარჩენისა და კოორდინაციის კვიპროსის ცენტრი.

ხომალდი ლარნაკას პორტიდან საბერძნეთის პორტ ასპროპირგოსის მიმართულებით მიემართებოდა.

ტანკერი "კადეტი": პირველი სასწავლო ხომალდი მომავალი ქართველი მეზღვაურებისთვის

ხ„გემზე საფრთხის შემცველი ტვირთი არ იყო, ის ლარნაკას პორტში ჩამოტვირთეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტის ადგილზე გაემართა სანაპირო დაცვის, პოლიციის ხომალდები, ბუქსირები, სამაშველო  და სახანძრო ბრიგადები. ვარაუდობენ, რომ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა.

ტანკერზე გაჩენილი ცეცხლი კონტროლს ექვემდებარება, იუწყება ცენტრი.

გამოცემა „ფილელეფტეროსის“ მონაცემებით, ტანკერი გადაყვანილია ნაპირისკენ. რაც შეეხება ხანძარს, ის თავად ეკიპაჟის წევრებმა ჩააქრეს.