ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ექსტრავაგანტული ბოტფორტი ჩაიცვა

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სამოსს იცვამს
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მომღერალმა, ექსტრავაგანტული სტილის მოყვარულმა ლედი გაგამ თავისი ერთ-ერთი სამოსისთვის ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის შავი ბოტფორტი შეარჩია.

ფოტო, რომელზეც ლედი გაგა შავ ბოტფორტში პოზირებს, დიზაინერის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ლედი გაგა ცნობილია, როგორც ქართველი დიზაინერების სამოსის მოყვარული. ის არაერთხელ გამოჩნდა ავთანდილ ცქიტიშვილის, გიორგი ქებურიას, Mach&Mach-ს, თამუნა ინგოროყვას სამოსით.

დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა

სხვათა შორის, დათუნა სულიკაშვილი საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას საყვარელი დიზაინერია.

დათუნა სულიკაშვილმა თბილისის ხელოვნების სახელმწიფო აკადემია დაამთავრა. ბრენდი Datuna Sulikashvili - ეს ლუქსის კლასის მოდაა. ის უპირატესობას, უმეტეს შემთხვევებში, კლასიკურ ტონებს ანიჭებს.

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი მოდის სამყაროში პირველად 2005 წელს გამოჩნდა. ახლა სულიკაშვილის სამოსის შეძენა შესაძლებელია მოსკოვში, პარიზში, ბერლინში, კიევში, ნიუ-იორკში, ასტანაში და სხვა ქალაქებში.