ავარია გორში - ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეს, შემდეგ კი ავტომობილს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში ტაქსისტმა 70 წლის მეეზოვე იმსხვერპლა

ავარია გორის ცენტრში გუშინ, საღამოს მოხდა. „მერსედესის" მარკის ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეს, შემდეგ კი ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას თავის დახურული ტრავმა აღენიშნება. ექიმების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.