სასამართლომ ზურაბიშვილისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორს სასჯელი შეუფარდა

მიღებული მუქარების შესახებ, რომლებიც შეიცავდა იმგვარ ფრაზებს, როგორებიცაა „შუბლს გაგიხვრეტ, თქვენ სისხლს დავლევ“ ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს განაცხადა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი  — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რუსიტაშვილს, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარაში ედება ბრალი, დაუსწრებლად შეუფარდა სასჯელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს პროკურატურის პრესცენტრზე დაყრდნობით.

მიღებული მუქარების შესახებ ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს განაცხადა და აღნიშნა, რომ მუქარის შეტყობინებები შეიცავდა იმგვარ ფრაზებს, როგორებიცაა „შუბლს გაგიხვრეტ, თქვენ სისხლს დავლევ“.  

ოპოზიცია ზურაბიშვილის მისამართით მუქარის გამოძიებას მხარს უჭერს

საქართველოს შსს-მ იმავე დღეს აღძრა სისხლის სამართლის საქმე „მუქარისა“ და „კომპიუტერულ სისტემაში თვითნებური შეღწევის“ მუხლებით.

შსს-ს ინფორმაციით, იმ პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მუქარებს უსიტაშვილისგან იღებდა, რომელიც ამ დროისთვის უკრაინაში იმყოფება და ერთ-ერთ გასამხედროებულ ქვედანაყოფში მსახურობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

პროკურორ მარიამ გოგრელიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ განაცხადა, რომ ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანებისგან გამოთხოვილი იყო გიორგი რუსიტაშვილის მიერ გამოგზავნილი როგორც მოკლე ტექსტური, ისე ხმოვანი შეტყობინებები — მათი და მათი დედის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი ტექსტით.  

ამასთან, რუსიტაშვილის ადვოკატი ნინო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ მისი კლიენტის ქმედებაში არაფერია უკანონო.

„მესიჯები დაწერილია, მაგრამ რამდენად შეიცავს ისინი მუქარას და რამდენად შეიძლება ის ადამიანმა მუქარად აღიქვას და შეეშინდეს — ეს სხვა საკითხია“, — განაცხადა მან.

რუსიტაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „მუქარის“ მუხლით, რაც ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებრივად სასარგებლო, ან ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.