სკანდალი მოსამართლეების გამო და ცვლილებები პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ სასამართლო რეფორმის ხარვეზების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მის შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მისმა მოადგილე ვაზო ზარდიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა>>>

ბესელია საქართველოში სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორია, რომლის ფარგლებშიც ნამდვილი სკანდალი ატყდა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს 10 კანდიდატისგან შემდგარმა სიამ, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. უკმაყოფილების მიზეზი გახდა კანდიდატების წარდგენის ფორმა.

„ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო, ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება პროცესი იხილოს გამჭვირვალე", - განაცხადა ბესელიამ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, სია საკანონმდებლო ორგანოდან უნდა იყოს გაწვეული და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების გამჭვირვალე შერჩევისთვის უნდა მომზადდეს მკაფიო კრიტერიუმები. ამით პარლამენტის იურიდიული კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი უნდა დაკავდეს.

„დაწუნებული“ მოსამართლეები - საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს

„მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ის მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს", - აღნიშნა ბესელიამ.

პარლამენტში წარდგენილი ყველა კანდიდატი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. ამასთან, ზოგიერთ მათგანს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სკანდალური განაჩენები გამოჰქონდათ. მაშინ ოპოზიცია მათ „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთის შესრულებაში სდებდა ბრალს.

ბესელიას სიტყვებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ გუშინ მიიღო, მაგრამ არ გაახმოვანა, რადგანაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილისგან ელოდებოდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სხდომაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

„იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს", - განაცხადა დეპუტატმა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება" აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რათა სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელი გამხდარიყო. რეფორმის პირველი ტალღა 2013 წლის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები გაუქმდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი და ექვსი მოსამართლე შევიდნენ, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციამ შეარჩია.

რეფორმის მეორე ტალღა 2015 წელს მოსამართლეების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის შემოღება (რათა მათი დამოუკიდებლობა გარანტირებული ყოფილიყო) და მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტერიუმების განსაზღვრა გახდა.