კალაძე: დღეს სკაიპით ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია და ძალიან მალე მოვა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებებზე საუბრობს.
Sputnik

„მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, ყველა თაობის ადამიანს ვიწვევთ 28 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. 28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც ჯადოსნური იქნება“, -ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია, მალე ჩამოვა და პატარებს გაახარებს.