თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, ქართველი მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა თავის მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად ახალი საშობაო ფოტოსესია გამოაქვეყნა.
„პირველი შობა, როგორც ოჯახი" დაწერა ფოტოზე ბერამ.
„ეს წლის ყველაზე საოცარი დროა", - ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს ნანუკამ.
„სუპერ-წყვილი! ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ!", „არარეალურები", „გაუფრთხილდით ერთმანეთსა და თქვენს ახლობლებს!", „რა ლამაზები ხართ! თვალს ვერ გაშორებთ", - ასეთ კომენტარებს წერენ სოციალურ ქსელში წყვილის გამომწერები.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში ამა წლის 11 ნოემბერს დაიწერეს. ბერას ქორწილმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბერას რჩეულზე არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ის ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. მასმედიაში წერდნენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა კი გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.
ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.