ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნილია

მკვლელობაში ბრალდებული 30 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში ოთხშაბათს მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნილი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ფონიჭალაში 35 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 30 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ სასადილოში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა 36 წლის რ.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა", რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.