საგანგებო სიტუაციების სამსახური შსს-ს შემადგენლობაში შევა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაექვემდებარება შინაგან საქმეთა მინისტრს და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონში შესწორებების თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება.

კანონპროექტს 149 დეპუტატიდან 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სახანძროებს რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ტექნიკით უზრუნველყოფენ

სამსახურის განკარგულებაში შედიან მაშველები და მეხანძრეები.

ამიერიდან სამსახურის ხელმძღვანელს წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო დანიშნავს - პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც სამსახურის უშუალო ხელმძღვანელს, დაემატება უწყების ხელმძღვანელის რიგი უფლებამოსილებები. მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას საგანგებო სიტუაციის კატეგორიის შესახებ, დაამტკიცებს საორგანიზაციო საკითხებს და გადაწყვეტს მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს.

სამსახურის ბიუჯეტი 2018 წელს 87,6 ათასი ლარია. უწყებაში 4,5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2017 წლის ნოემბერში შეიქმნა. ის ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.