საქართველოში აკრძალული ნივთიერების შემცველი წამლები უკანონოდ შემოჰქონდათ

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს უკანონოდ შემოჰქონდათ, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

გარდაბანში პოლიციამ ნახევარი კილო „ჰეროინი" ამოიღო

უწყების ცნობით, მებაჟეებმა აკრძალული  ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ,  საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები 19-22 დეკემბერს  აღიკვეთა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.