The Guardian: ზამთარში ყველაზე კარგად ქართული ჭაჭა ათბობს

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ვერსიით, ქართული ჭაჭა ზამთრის საუკეთესო სასმელია.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ზამთრის საუკეთესო სასმელების ათეულს ქართული ჭაჭა უდგას სათავეში – ასეთია ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის დასკვნა.

პუბლიკაციაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ჭაჭის შესახებ, რომელიც მკითხველს საშობაო სუფრასთან ჭაჭის მიღების წესს აცნობს.

„როცა ჭაჭით სავსე ჭიქებს უჭახუნებენ, აუცილებლად უნდა ითქვას „გაუმარჯოს", – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჭაჭას საქართველოში თითქმის ყველა სოფლის მცხოვრები აყენებს.

Welcome to Georgia: როგორ მოქმედებს ტურისტული „ოსკარი“ ქართულ ტურიზმზე

„ეწვიეთ საქართველოს ნებისმიერ სოფელს, იქ ჭაჭას თითოეულ ოჯახში აყენებენ. აუცილებლად გაიძულებენ 2-3 ჭიქის დალევას. აი, ასეთი არიან ქართველები", – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის თითქმის ყოველი რესტორნის მენიუში შინაურ ჭაჭას აუცილებლად ნახავთ.

„მას შემდეგ, რაც ერთ ჭიქა ჭაჭას გასინჯავთ, აუცილებლად მიხვდებით, რატომ უყვართ ქართველებს ჭაჭა ზამთრის ცივ ღამეს", – წერია სტატიაში და იქვე ასწავლიან მკითხველს შობის მთავარ ფრაზას – „შობას გილოცავთ".

ჭაჭასთან ერთად ზამთრის საუკეთესო სასმელების სიაში მოხვდნენ პოლონური ცხელი ლუდი, დანიური გლინტვეინი, ასევე სასმელები შვედეთიდან, ჩილედან და სხვა ქვეყნებიდან.