სმიტების ოჯახის მკვლელობის ქრონოლოგია – პროკურატურამ ახალი დეტალები გამოაქვეყნა

სმიტების ოჯახის მკვლელობის ისტორიამ მთელი საქართველო შეაძრწუნა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ეს დეტალები დანაშაულის ქრონოლოგიის წუთობრივი სიზუსტით აღდგენის საშუალებას იძლევა.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა და მათი 4 წლის ბავშვი ხადას ხეობაში მოკლული ივლისის დასაწყისში იპოვეს. მშობლების ცხედრები მალევე აღმოაჩინეს, ხოლო ბავშვის ადგილსამყოფელზე 19 წლის მწყემსმა მალხაზ კობაურმა მიუთითა, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბრალდებულის სახით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, რომელმაც საქმის დეტალები ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში წარმოადგინა, იმ საბედისწერო დღეს კობაური ხეობაში დახვდა სმიტების ოჯახს, რომლებმაც მას „ალავერდის" ჩანჩქერამდე მიყოლა სთხოვეს. მწყემსი გაყოლაზე სიამოვნებით დათანხმდა.

სმიტების მკვლელობა - მხარეებმა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დაიწყეს

პროკურატურის მტკიცებით, მწყემსმა გზაში ლორა სმიტის გაუპატიურება განიზრახა და სწორედ ამიტომ ყველასთვის მოულოდნელად რაიან სმიტს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ კი თავში. მოგვიანებით კობაურმა მიბჯენით თავში ესროლა ბავშვსაც.

რაიან სმიტის ცხედარი კობაურმა ახლოს მდებარე მდინარეში ჩააგდო, ხოლო ბავშვი თოვლის ქვეშ, დანაშაულის ადგილთან ახლოს, რამდენიმე მეტრში დამალა.

შემდეგ მწყემსი მკვლელობის ადგილზე დაბრუნდა, ლორა სმიტი ანგარიშსწორების მუქარით გააუპატიურა, შემდეგ დაახრჩო მდინარეში და იქვე დატოვა მისი ცხედარი.

პროკურატურის დანაშაულის მოტივსა და ვერსიას ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებიც. მასალების მიხედვით, სანადირო თოფის ლულაზე, რომლითაც მწყემსმა ამერიკელების ოჯახი დახოცა, აღმოჩენილია 4 წლის ბავშვის გენეტიკური მასალა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გასროლა მიბჯენით მოხდა.

ამას გარდა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საფანტის ფრაგმენტები, რომლებიც მოკლულების ცხედრებიდან ამოიღეს, იმავე ტიპის იარაღს ეკუთვნის, რომელიც მწყემსს ჰქონდა. თავად იარაღი გამომძიებლებმა მწყემსების დროებითი საცხოვრებლიდან 30 მეტრში, საწვიმარში გახვეული აღმოაჩინეს.

სმიტების ოჯახის მკვლელობა – ბრალდებული სქესობრივი უძლურების შესახებ აცხადებს

ლორა სმიტის ტანსაცმლის მდგომარეობამ და მისი სხეულიდან გენეტიკური მასალის ექსპერტიზამ ასევე დაადასტურა, რომ მწყემსმა ის გააუპატიურა.

დაცვის მხარეს ოფიციალური ვერსიისა არ სჯერა. ის ამტკიცებს, რომ კობაურს სმიტების ოჯახი არ მოუკლავს, მკვლელები სხვა ადამიანები არიან, რომლებმაც ეს დანაშაული კობაურის თვალწინ ჩაიდინეს და მას უბრძანეს, მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა.

კობაურის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გაუპატიურების მუხლით.

კობაურის საქმეს, მისივე თხოვნით, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მსაჯულები მას ამ სასტიკი მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნობენ, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.