კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ქრისტეშობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. გრიგორიანული კალენდრით შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. ამ დღეს ქალაქ ბეთლემში დაიბადა ძე ღვთისა იესო ქრისტე.

კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება

ეს ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ მსფლიოში გავრცელდა.

კათოლიკურ შობას არა მარტო კათოლიკეები, არამედ სხვადასხვა კონფესიების პროტესტანტები და ზოგიერთი მართლმადიდებლური გაერთიანებაც ზეიმობს. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავს. 

კათოლიკური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადება

ყველაზე მასშტაბურად შობის დღესასწაული ბეთლემში – ქრისტეს შობის ადგილზე აღინიშნება. ტრადიციულად, მორწმუნე კათოლიკეებს იერუსალიმის პატრიარქი ულოცავს.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს. ამ დღეს რომის პაპი, ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან მსოფლიოს 60 ენაზე ულოცავს შობას.

შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში მორწმუნეები იკრიბებიან და საზეიმო წირვა–ლოცვას ესწრებიან.