„მის საქართველო-2018“ - გოგონა ვარსკვლავური ოჯახიდან

ახალი „მის საქართველო“ თავის წარმატებას შრომისმოყვარეობითა და საკუთარ თავზე მუშაობით ხსნის
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, „მის საქართველო-2018“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის - ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილის და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის ქალიშვილია.

არანაკლებ ცნობილია ნინის უფროსი და ნანუკა, რომელმაც ამავე კონკურსზე 2009 წელს ვიცე-მის საქართველოს ტიტული მოიპოვა. ამან მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო კონკურსში MissUniverse, რომელიც 2015 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთნოდა. სწორედ იქ გაიცნო ნანუკამ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი.

„მის საქართველო-2018“ - გოგონა ვარსკვლავური ოჯახიდან

ნინო 1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. თავისი ოჯახის წევრების მსგავსად ის აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო სფეროში. ახლახან ის ჩაერთო ტელეპროექტში „ბინა 18“, რომელშიც ის დიჯეის როლში გამოდის.

ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

„მის საქართველო 2018“ 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა

„მადლობა ყველას , ვინც გაიზიარეთ ამ დიდი წარმატების სიხარული ჩემთან ერთად, მადლობა ჩემს გოგონებს, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს გზა ერთად და მეგობრულად. წარმატება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ვიდრე გამარჯვების ხიბლი, და ვეცდები განსაკუთრებული ღირსებით ვატარო ეს არჩევანი. როცა გენდობიან ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობ იმ გუნდს ვინც ახალი ურთიერთობები, დიდი ემოციები და ახალი მიზნების მოტივაციაც გამიჩინეთ“, - დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა. გოგონას სიმაღლე 173 სმ, მისი პარამეტრებია 88-60-88. ნინი გოგიჩაიშვილი საქართველოს „მის მსოფლიო 2019“-ზე წარმოადგენს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, „ვიცე-მის საქართველო 2018“ 24 წლის თაკო ადამია გახდა.

შეგახსენებთ, „მის საქართველო-2018“-ის ტიტულისთვის თბილისიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან და სოფელ ოკრიბადან სულ 14 კონკურსანტი იბრძოდა.