ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად 3,5 მლნ ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოაწერს
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მთავრობის განკარგულებით, ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად 3 მლნ 520 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა

განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მოაწერს, თანხას კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოყოფს. 105 ათასი ფუნტი გამოიყოფა სამაკლერო მომსახურებისთვის.

შენობაში განთავსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩო და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის შენობის შეძენა ლონდონის გარდა სტრასბურგში იგეგმება.

ლონდონსა სტრასბურგში შენობების შესაძენად 2018 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 21 მილიონი ლარი გამოიყო.