საზეიმო ფერებში განათებული საახალწლო თბილისი

Sputnik

ახალი 2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ქვეყნის დედაქალაქი და მისი მკვიდრები უკვე ემზადებიან დღესასწაულისათვის. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული ქალაქის ცენტრალური ქუჩები

1 / 17
ღამით თბილისი სახეს იცვლის
2 / 17
მზის ჩასვლის შემდეგ ქალაქში საახალწლო განათებებს რთავენ
3 / 17
პიკის საათის დროს საცობში დგომაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჩეულებრივ დღეებში
4 / 17
საახალწლო განათებებით მორთეს დედაქალაქის ძეგლებიც
5 / 17
ცენტრალურ ქუჩებზე გამოჩნდა საახალწლო ინსტალაციებიც
6 / 17
თბილისის მკვიდრების აზრით, წელს ქალაქი უკეთაა მორთული, ვიდრე აქამდე ყოფილა
7 / 17
თბილისელები და ქალაქის სტუმრები, ქუჩაში სეირნობის დროს, სამახსოვრო ფოტოებს იღებენ
8 / 17
რუსთაველის გამზირზე წელს გამოჩნდნენ ანგელოზები, რომლებიც შობის დადგომას იუწყებიან
9 / 17
განსაკუთრებულად გამოიყურება ტროტუარებიც და გზის სატრანსოპორტო ნაწილიც
10 / 17
განწყობის ასამაღლებლად, ახლა საკმარისია უბრალოდ ქუჩაში გასვლა და გასეირნება
11 / 17
ცენტრალურ ქუჩებში ქალაქის მკვიდრები და მისი სტუმრები შეძლებენ საახალწლო სათამაშოებისა და სუვენირების შეძენას
12 / 17
აქ მრავალი ლამაზი ნივთია, რომლებითაც სახლში საახალწლო განწყობის შეტანა შეიძლება
13 / 17
ფოტოზე: რუსთაველის გამზირზე გამართლი ბაზრობა. კიდევ ერთი მსგავსი ბაზრობა გაიხსნება ქალაქის მთავარ ნაძის ხესთან
14 / 17
თუმცა საახალწლო ბაზრობები მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არ იქნება. ბაზრობები უკვე გაიხსნა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოს და ისანი-სამგორის რაიონებში 16 ადგილზე, რომლებიც 14 იანვრამდე იმუშავებს
15 / 17
გასართობი ღონისძიებები თბილისში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
16 / 17
31 დეკემბერს მეტრო მგზავრებს მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება
17 / 17
გარდა ამისა, გამოყოფილი იქნება სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს საახალწლო კონცერტებზე მიიყვანენ